Mastercard-ი კრიპტოვალუტით ვაჭრობას განავითარებს

0
903

Mastercard იყენებს Paxos-ს, რათა დაიწყოს კრიპტო ვაჭრობა ბანკებისთვის.

ცოტა ხნის წინ Mastercard-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ მათ მიერ შემუშავებული ახალი პროგრამა, ფინანსური ინსტიტუტებისათვის მალე ხელმისაწვდომი იქნება. საქმე კრიპტოვალუტით ვაჭრობას შეეხება.

პროგრამა სახელწოდებით “Crypto Source”, შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებს საშუალება მისცეს შეიძინონ, შეინახონ და გაყიდონ კრიპტოვალუტები, რომელსაც Mastercard-ის საკუთრების გადაწყვეტა Crypto Secure-ი უზრუნველყოფს დამატებითი უსაფრთხოებისა და შესაბამისობისთვის.

ინსტრუმენტი ამოქმედდა Mastercard-ის არსებულ პარტნიორ Paxos Trust Company-სთან თანამშრომლობით და სავარაუდოდ 2022 წლის მეოთხე კვარტალში გამოვა. Paxos-ი ცნობილია გლობალური გადახდის გიგანტის PayPal-ის მსგავსი სერვისებით, რომელმაც თავისი პირველი კრიპტო სერვისები 2020 წლის ბოლოს გამოუშვა.

ახალი პარტნიორობის ფარგლებში, Paxos-ი ბანკების სახელით უზრუნველყოფს კრიპტო ვალუტებით ვაჭრობისა და მეურვეობის სერვისებს, ხოლო Mastercard-ი გამოიყენებს თავის ტექნოლოგიას ბანკების ინტერფეისებში კრიპტო ვაჭრობის ინტეგრირებისთვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი