იაპონიის საავტომობილო სავაჭრო კომპანიაში კლიენტებს ბიტკოინით გადახდა შეეძლებათ

0
2500

იაპონიის საავტომობილო სავაჭრო კომპანია Loperaio Setagaya ბიტკოინით გადახდის სისტემის შემოღებას გეგემავს. მომხმარებელს გადახდა ტოკიოს BitFlyer ბირჟაზე შექმნილ კრიპტოსაფულიდან შეეძლება.

ამის შესახებ ინფორმაციას BitFlyer-ი ავრცელებს.

BitFlyer-ის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ ცოტა ხანში მომხმარებელს 100 მილიონი იენის (დაახლოებით 942.000 დოლარის) გამოყენება საკუთარ ციფრულ საფულით შეეძლება, ხოლო ბიტკოინით ყიდვა QR კოდის სკანირების შესაძლებლობით რამდენიმე წამში გადაწყდება.

ბიტკოინით გადახდა პირველად ხელმისაწვდომი იქნება ტოკიოს სამ მაღაზიაში, ასევე სატაგაიაში, ნერიმასა და აოიამაში, მაგრამ კომპანიის მიზანია მომავალში ყველა მაღაზია იყოს უზრუნველყოფილი ბიტკოინით გადახდის სისტემით.

შეგახსენებთ, რომ ამ წლის იანვარში BitFlyer-ს ევროკავშირის საგადასახადო ინსტიტუციის ლიცენზია მიენიჭა.

ასევე, სამხრეთ კორეის მსხვილი კრიპტობირჟა Bithumb-ი მომხმარებლებს 8.000 სავაჭრო ადგილზე კრიპტოვალუტით გადახდის საშუალებას მისცემს. გადახდის სისტემა 2018 წლის ბოლომდე ამოქმედდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი