Belarusbank-ის ბორდის თავმჯდომარე: ბანკი ციფრულ ინდუსტრიაში უნდა ინტეგრირდეს

0
1746

ბელარუსის უმსხვილესი ბანკი, Belarusbank-ი კრიპტოვალუტის ბირჟის შექმნის საკითხს განიხილავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო BelTA ავრცელებს.

ბანკის ბორდის თავმჯდომარის ვიქტორ ანანიჩის განცხადებით, კრიპტობირჟის შექმნის შესახებ კონკრეტული სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. თავმჯდომარის თქმით, Belarusbank-ისთვის 2019 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი დიგიტალიზაციის საკითხი იქნება.

როგორც ცნობილია, დღესდღეობით ბანკი მუშაობს მობილური ოპერატორებით, რომელთა მიზანია გააფართოონ მომსახურება. კერძოდ, ბანკი გეგმავს ვირტუალური ბარათების გაცემას. ონალინ ბარათი სრულიად შეასრულებს ყველა იმ ფუნქციას, რომელსაც ფიზიკური ბარათი ასრულებს.

თავმჯდომარემ საუბრისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საბანკო სექტორი ციფრულ ინდუსტრიაშიც უნდა ინტეგრირდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ Belarusbank-ი კაპიტალის, აქტივების, სესხებისა და დეპოზიტების მოცულობის მიხედვით ქვეყნის წამყვანი საბანკო დაწესებულებაა. ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საოპერაციო აქტივები 13.51 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პირველი კრიპტო სავაჭრო პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევდა ტრადიციული აქტივები ტოკენებით შეეძინა ბელარუსში გაიხსნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი