იაპონიის ბანკის ყოფილი მაღალჩინოსანი საზოგადოებას ციფრულ იუანთან დაკავშირებით აფრთხილებს

0
1063

Japan Times-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იაპონიის ბანკის (BOJ) ფინანსური ანგარიშსწორების დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჰირომი იამაოკამ საზოგადოებას და მთავრობას ციფრული იენის გამოყენება ურჩია.

იამაოკა ამჟამად კერძო სექტორში მუშაობს და თავმჯდომარეობს 74 კომპანიისგან შემდგარ ფორუმს, რომელიც ქვეყნის შიგნით რამდენიმე უმსხვილეს ბანკს მოიცავს. ამჟამად, ფორუმი კერძო ციფრული ვალუტის გაშვებაზეა ორიენტირებული, რომელიც მიმდინარე წლის აპრილშია დაგეგმილი.

იამაოკას ყველაზე “დიდი საზრუნავი” საპროცენტო განაკვეთებთან არის დაკავშირებული. ის მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ციფრული იენი მასობრივი გადახდებისათვის საზოგადოდ მიღებული ინსტრუმენტი გახდება ტრადიციული ვალუტა შესაძლოა, პოპულარული აღარ იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ ის სამთავრობო და კერძო სექტორებში ციფრული იენის დანერგვის მომხრეა, საზოგადოებას მაინც აფრთხილებს. ყოფილი ხელმძღვანელის აზრით, ციფრული იენის მასობრივ მიღებას შესაძლოა, გვერდითი ეფექტიც ჰქონდეს და ცუდად აისახოს ეკონომიკაზე.

ჰირომი იამაოკას აზრით, ეს საწყის ეტაპზე ბუნებრივი პროცესი იქნება. საზოგაოებას კი კრიპტოვალუტის შესახებ მაქსიმალურდ ამომწურავი ინფორმაციის მიღება სჭირდება. ეს ვალდებულება კი არამხოლოდ მთავრობამ, არამედ ციფრული ვალუტის კერძო კომანიებმაც უნდა აიღონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი