კრიპტოვალუტის კურსის ცვლილება: 11 აპრილის ფასების მცირე ანალიზი

0
2555

11 აპრილს კრიპტოვალუტის ბაზრისთვის შეიძლება ითქვას, რომ მწვანე შუქი ენთო. ეთერიუმი უფრო “თავდაჯერებულად” მოძრაობდა 400 დოლარის ზემოთ, ხოლო ბიტკოინი ახლოს იყო 7.000 დოლარის ნიშნულთან.

ეთერიუმი, თითქმის, 6%-ით გაიზარდა 24 საათის განმავლობაში და დაახლოებით, კრიპტოვალუტის ღირებულებამ 420 დოლარი შეადგინა.

ბიტკოინი 6.954 დოლარის ნიშნულზე იყო. ეს კი ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტა 24 საათის განმავლობაში დაახლოებით, 3%-ით გაიზარდა.

ბიტკოინ Caah-ი 11 აპრილს 654 დოლარი ღირდა, რაც წინა დღის მონაცემებთან შედარებით, როდესაც 10 აპრილს კრიპტოვალუტის კურსი 631 დოლარს შეადგენდა, გაზრდილია, თუმცა ართუ საგრძნობლად.

რაც შეეხება ლაიტკოინს: გუშინ კრიპტოვალუტა 114 დოლარი ღირდა, ხოლო კაპიტალიზაციამ კი, 6 მილიარდს გადააჭარბა. ლაიტკოინის ღირებულება, 11 აპრილს თითქმის, არ შეცვლილა. 10 აპრილსაც კრიპტოვალუტა ასევე, 114 დოლარი ღირდა.

რიპლის კურსმა, 11 აპრილის მონაცემებით, 0.49 დოლარი შეადგინა, ეს ნიშნავს, რომ წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით ოდნავი გაუმჯობესება შეინიშნება.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით მთლიანმა საბაზრო კაპიტალიზაციამ დაახლოებით, 270 მილიარდი დოლარი შეადგინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი