იაპონიის ცენტრალური ბანკის ყოფილი თანამშრომელი ბანკის ციფრულ ვალუტას პოზიტიურად აფასებს

0
1371

იაპონიის ცენტრალური ბანკის გადახდისა და ანგარიშსწორების განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ Facebook-ის კრიპტოვალუტამ ცენტრალური ბანკები ციფრული ვალუტის შექმნაზე დააფიქრა.

“როიტერთან” ინტერვიუს დროს ჰირომი იამაოკამ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აგრძელებს მჭიდრო კომუნიკაციას ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელობასთან.

ამჟამად ჰირომი იამაოკა IT საკონსულტაციო ფირმის, Future Corp-ის საბჭოს წევრია.

ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონიის ხელისუფლება Facebook-ის მიერ გამოსაშვები კრიპტოვალუტის შესახებ კვლევას იწყებდა.

მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნილი იყო, რომ იაპონიის ხელისუფლებამ შეიმუშავა საექსპერტო ჯგუფი, რომლის მიზანიც Libra-ს მოსალოდნელი გავლენების შეფასება იყო.

ამ საკითხთან დაკავშირებით დაიგეგმა კონფერენციაც. როგორც ცნობილია, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს იაპონიის ბანკმა, ფინანსთა სამინისტრომ და ფინანსური მომსახურების სააგენტომ.

მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ ახლადჩამოყალიბებული ჯგუფის ამოცანა იყო საგადასახადო პოლიტიკაზე გავლენების გამოკვლევა.

იაპონიის საფინანსო ორგანოს ოფიციალური პირები კი აცხადებდნენ, რომ Facebook-ის კრიპტოვალუტა გარკვეულ მარეგულირებელ ჩარჩოში უნდა მოქცეულიყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი