მედია: აშშ-ს ვალუტის კონტროლის დეპარტამენტი კრიპტოვალუტით განსაკუთრებითაა დაინტერესებული

0
1344

კონგრესის წარმომადგენლების უკმაყოფილება ვალუტის კონტროლის დეპარტამენტის მიმართ ოფიციალურ სახეს იძენს.

შეერთებული შტატების მრავალი კონგრესმენი უკმაყოფილებას გამოთქვამს აშშ-ს ვალუტის კონტროლის დეპარტამენტის მიერ კრიპტოვალუტაზე ზედმეტი კონცენტრირების გამო. რამდენიმე მათგანმა წერილობით მიმართა დეპარტამენტის უფროსს, ბრაინ ბრუქსს, რომელიც Coinbase– ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ.

მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უკმაყოფილება ვალუტის კონტროლის დეპარტამენტის მიმართ შეეხებოდა ბოლოდროინდელ დაინტერესების ზრდას ციფრული ვალუტის მიმართ.

საქმე ასევე ცალკეული ოპერაციების შესრულებასა და სპეციალურ გეგმებს შეეხებოდა, რომელსაც, როგორც ჩანს, დეპარტამენტის წევრები კრიპტოვალუტის გადასახადების შემცირებას უკავშირებდნენ.

ციფრული ვალუტის ინდუსტრიამ 2020 წელს მიიღო მრავალი მკაფიო მხარდაჭერა მარეგულირებლისაგან, რაც მეტწილად განპირობებული იყო ბრუქსის დეპარტამენტის ხელმძღვანელობით.

გაზაფხულზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უმსხვილესი ამერიკული კომპანიები JPMorgan Chase-ი და Goldman Sachs-ი კლიენტებს ციფრული ვალუტის გამოყენებას არ ურჩევდნენ.

ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ადამ პოკორნიკიმ მედიასთან ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. ადამ პოკორნიკი არის ციფრული აქტივების ინვესტიციის მენეჯერი.

ადამ პოკორნიკის თქმით, მისმა კომპანიამ მრავალი კლიენტი დაკარგა მას შემდეგ, რაც ბანკებმა კლიენტებს კრიპტოვალუტის გამოყენებისგან თავის შორს დაჭერა ურჩიეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი