გამოკითხვა: ინსტიტუტების 62% კრიპტო ინვესტიციებს მომავალ წელს განახორციელებს

0
1163

ინსტიტუციონალური ინვესტორები სულ უფრო და უფრო ინტერესდებიან კრიპტოვალუტაში ინვესტიციით, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში შემოსავალი გაზარდონ.

ევროპული საინვესტიციო კომპანიის Nickel Digital Asset Management–ის მიერ ჩატარებულ ახალ გამოკითხვაში აღნიშნულია, რომ გლობალური ინსტიტუციონალური ინვესტორების 62%–მა განაცხადა, რომ მომავალი წელს ინვესტიციას პირველად განახორციელებენ.

გამოკითხულ იქნა 50 მენეჯერი და 50 ინსტიტუციური ინვესტორი შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მასშტაბით. Nickel Digital Asset Management-მა გამოკითხვა ინტერნეტით 2021 წლის მაისსა და ივნისში ჩაატარა.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, ინსტიტუციონალური ინვესტორების კრიპტოვალუტაში პირველად ინვესტიციის მთავარი მიზეზი არის გრძელვადიანი კაპიტალის ზრდა. გამოკითხულთა 47% ამ ფაქტორს აღნიშნავს.

ამასთანავე, გამოკითხულთა 44% აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტისადმი ნდობა გაზრდილია.

გამოკითხულთა 41%-მა ასევე აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან ინვესტიცია ჩადონ კრიპტოვალუტაში მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესების გამო, ხოლო 34% კრიპტოვალუტას განიხილავს, როგორც ინფლაციის საწინააღმდეგო საშუალებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი