იაპონიის მარეგულირებელი: რეგულაცია განვითარებისთვის არის საჭირო

0
1349

”ბიტკოინების და სხვა კრიპტოვალუტების რეგულაციის მიღმა არსებობამ შესაძლოა, ტექნიკური ინოვაციის განვითარება შეზღუდოს”, – ნათქვამია იაპონიის ფინანსური მარეგულირებლის ახალ განცხადებაში.

იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტოს ახალი კომისარი, რიოზო ჰიმინო აცხადებს, რომ სააგენტო რეგულაციის პროცესს სიფრთხილით ეკიდება.

განცხადებაში მან აღნიშნა, რომ COVID-19 პანდემიამ შესაძლოა, უნაღდო ანგარიშსწორებაზე გადასვლა დააჩქაროს. რიოზო ჰიმონომ ასევე ხაზი გაუსვა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების პოტენციურ როლს ციფრული გადასახადების განხორციელებაში.

რამდენიმე დღის წინ იაპონიის ცენტრალური ბანკი აცხადებდა, რომ ციფრული ვალუტის გამოშვებას ამჟამად არ გეგმვადა, მაგრამ ციფრული იენის პოტენციალის შესახებ კვლევას აგრძელებდა.

ამასთანავე, იაპონიის ბანკმა კომპანიის მთავარი ეკონომისტი იმ გუნდის ხელმძღვანელად დანიშნა, რომელსაც ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის კვლევის დაჩქარება ევალება.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში იაპონიის ბანკმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის ტესტირებას დაიწყებდა იმისთვის, რომ ვალუტის ტექნიკური გამართულობა შეემოწმებინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი