Crypto.com-ი ოპერირებას კვიპროსზე იწყებს

0
771

სინგაპურში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა Crypto.com-ი გაფართოებას აგრძელებს. დღეიდან კრიპტოვალუტის ბირჟა ოფიციალურად უფლებამოსილია ფუნქციონირებდეს კვიპროსის ტერიტორიაზე.

Crypto.com-მა მიიღო მარეგულირებელი თანხმობა კვიპროსის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიისგან (CySEC).

დამტკიცება საშუალებას აძლევს Crypto.com-ს შესთავაზოს რიგი პროდუქტები და სერვისები კვიპროსში მყოფ მომხმარებლებს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.

ახალი მარეგულირებელი სისტემა შეესაბამება Crypto.com-ის მზარდ გლობალურ მიზნებს, რადგან კომპანია აქტიურად აფართოებს თავის ოპერაციებს, იღებს სავაჭრო ნებართვას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, საბერძნეთი და სინგაპური.

Crypto.com-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, კრის მარსალეკის თქმით, ბირჟა ამჟამად პრიორიტეტს ანიჭებს ევროპულ ბაზარს, როგორც მთავარ მიმართულებას მათი სამომავლო გაფართოების სამიზნე ობიექტს.

“ეს არის „ჩვენი ვალდებულების დადასტურება მარეგულირებელ ორგანოებთან შესაბამისობისა და თანამშრომლობის შესახებ“, – განაცხადა კრის მარსალეკიმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი