იაპონიის ცენტრალურის ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მასაიოში ამამიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უარყოფითი პოზიცია ცენტრალური ბანკის მიერ გამოცემული ციფრული ვალუტის შესახებ.
ნაგოიაში, ცენტრალურ იაპონიაში გამართულ შეხვედრაზე ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის გამოყენება ფულადი სისტემის გაუმჯობესების მიზნით ნაკლებად სავარაუდო იყო. აქვე მასაიოში ამამიამ აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკი არ პირებს საკუთარი კრიპტოვალუტის გამოცემას.
ამასთან დაკავშირებით, ზოგიერთი ფინანსური ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბანკის მიერ გამოცემული ციფრული ვალუტა, როგორც ცენტრალური ბანკების ინსტრუმენტი გააკონტროლებს ეკონომიკას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დაბეგვრის გადასახადის გაუქმება. ამ თეორიის თანახმად, ციფრული ვალუტა ცენტრალურ ბანკებს ეკონომიკის სტიმულირების საშუალებას მისცემს.
ცენტრალური ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ამ თეორიას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მისი თქმით, ცენტრალური ბანკების მიერ გაცემული ციფრული ვალუტა ბანკისთვისაც სასარგებლო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ბანკი სისტემისგან ტრადიციული ვალუტის ამოღებას შეძლებს.
თავის მხრივ, იაპონიაში სახელმწიფო ვალუტის ლიკვიდაცია არ აწყობს ცენტრალურ ბანკს, რადგანაც მომსახურეობისთვის ქეშად გადახდა ქვეყანაში კვლავაც პოპულარული მეთოდია.
ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბანკი არ გეგმავს ციფრული ვალუტის შექმნას, რომელიც შეიძლება ფართოდ გამოყენებულ იქნეს მოსახლეობის მიერ ანგარიშსწორებისა და გადახდის მიზნით.