იამაიკა საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვებაზე მუშაობს

0
1360

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იამაიკა საკუთარ ციფრულ ვალუტას ქმნის.

ქვეყნის ცენტრალური ბანკი არის ის ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ციფრული ვალუტის გამოშვებით არის დაინტერესებული. ამჟამად, ბანკს პარტნიორობას უწევს ირლანდიაში დაფუძნებული ტექნიკური კომპანია.

eCurrency Mint-ი უშუალოდ იამაიკის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის პროექტისთვისაც მუშაობას. პროექტის დაწყება კი მაისში იგეგმება.

იამაიკის ბანკის პრესრელიზის თანახმად, eCurrency Mint-ი არის კრიპტო კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გაცემაში.

სწორედ ეს უკანასკნელი შეირჩა ციფრული ვალუტის პროექტისთვის ტექნოლოგიის მომწოდებლად.

ირლანდიაში დაფუძნებული eCurrency Mint-ი მუშაობს ცენტრალურ ბანკებთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან სტაბილკოინის დიზაინისა და განხორციელების პროტოკოლების შემუშავებაზე.

ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ Fintech Regulator Sandbox–ის ეგიდით, ტესტირებები ციფრულ ვალუტაზე დაიწყება ივლისში.

ECurrency Mint-ი დაეხმარება ცენტრალურ ბანკს პროტოკოლების ტესტირებაში საპილოტე ეტაპზე, რომელიც დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ იამაიკის ბანკმა ჯერ კიდევ შარშან მოიწვია პროვაიდერები აღნიშნული პროექტისათვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი