თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა, საკუთარი კრიპტოვალუტა გამოუშვას

0
3803

თურქეთის მთავრობამ 2019-2023 წლის ეკონომიკური განვითარების გეგმა გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ გეგმაში ცენტრალურ ბანკის მიერ გამოსაცემი ციფრული ვაუტაც შედის.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბანკის მიერ გამოსაცემი ციფრული ვალუტა Blockchain ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული.

ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გარდა, ეკონომიკური განვითარების გეგმაში ტრანსპორტირებასა და საბაჟო ოპერაციებზეც არის საუბარი, რადგან სისტემაში Blockchain-ის დანერგვა არის დაანონსებული.

როგორც გემაშია აღნიშნულია, საჯარო სამსახურები და ადმინისტრირება შეიძლება განვითარდეს ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და Blockchain ტექნოლოგია.

2018 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის საფონდო ბირჟა Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას აპირებდა.

თურქეთის საფონდო ბირჟა Borsa-მ შეიმუშავა Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კლიენტების მონაცემთა ბაზა. Borsa 2013 წელს დაარსდა, რომელიც არის სტამბოლის საფონდო ბირჟის, სტამბოლის “ოქროს ბირჟის” და თურქეთის “დერივატების ბირჟის” შერწყმის შედეგი.

ახალი პლატფორმა, რომელიც შემუშავებულია მომხმარებლის რეალურობის შემოწმების მიზნით შეძლებს ახალი კლიენტების დამატებას, რომელთა შესახებაც სრული ინფორმაცია ექნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი