ვალენსიის პორტში შექმნილი Blockchain-ის პლატფორმა წარმატებით განაგრძობს მუშაობას

0
1552

ვალენსიის პორტს სავაჭრო ობიექტის პლატფორმაში ინტეგრირებული აქვს Blockchain ტექნოლოგია. ტექნოლოგიის ეკოსისტემა IBM-ისა და Maersk-ის დახმარებით შეიქმნა.

TradeLens-ის პლატფორმაზე საუბარი 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. ეკოსისტემა მიზნად ისახავს ვაჭრობის ეფექტურობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას. მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილეს, მათ შორის გადაზიდვის ხაზებს, პორტისა და ტერმინალის ოპერატორებს, ასევე საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმდება. მათ ასევე თავისუფალი წვდომის საშუალება აქვთ გადაზიდვების მონაცემებსა და დოკუმენტებზე.

TradeLens-ის პლატფორმას უკვე 154 მილიონი მონაცემების დამუშავება შეუძლია. დასამუშავებელ მონაცემებს შორის არის კონტეინერების გადაზიდვა, სასაწყობო დრო და საბაჟო დოკუმენტაცია. პლატფორმას ასევე შეუძლია გადაზიდვების დროის 40%-ით შემცირება.

ხოსე გარსია დე ლა გუია, რომელიც პასუხისმგებელია ვალენსიის პორტის მმართველობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე, პროექტის გაშვების დროს განმარტავდა, რომ ისინი Blockchain-ით ლოჯისტიკის გაუმჯობესებას არა მარტო ვალენსიაში, არამედ ესპანეთის სხვა საერთაშორისო პორტებშიც აპირებდნენ.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ივნისში როტერდამის ნავსადგურმა ჰოლანდიურ Blockchain სტარტაპ CargoLedger-თან შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმების მიზანი Blockchain ტექნოლოგიის გამოყენაბა იყო, რომლითაც ტვირთვის გადაზიდვის კონტროლი უნდა განეხორციელებინათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი