დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელ ორგანოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

0
863

ჰონგ-კონგის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებლის აღმასრულებელი დირექტორი ბრიტანეთის ფინანსურ მაკონტროლებელ ორგანიზაციას უხელმძღვანელებს.

ეშლი ალდერი, ჰონგ-კონგის ფასიანი ქაღალდებისა და ფიუჩერსების კომისიის აღმასრულებელი დირექტორი, გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ქცევის ორგანოს შემდეგი თავმჯდომარე გახდება.

ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში, გაერთიანებული სამეფოს ხაზინამ აღნიშნა, რომ 2023 წლის იანვრიდან ალდერი ქვეყნის ფინანსური დამკვირვებლის თავმჯდომარედ მოევლინება საზოგადოებას. ის FCA-ს ამჟამინდელ დროებით თავმჯდომარე რიჩარდ ლოიდს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა მაისში დაიკავა, ჩარლზ რენდელის წასვლის შემდეგ.

ალდერი ხელმძღვანელობდა ჰონგ-კონგის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელს 2011 წლიდან და ასევე თავმჯდომარეობდა ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციას (IOSCO).

IOSCO-ს მარტის ანგარიშში, ადლერმა განაცხადა, რომ დეცენტრალიზებული ფინანსები იყო ფინანსური სერვისების ახალი და სწრაფად მზარდი სფერო, მაგრამ ინდუსტრიის ზრდასთან ერთად პოტენციურ რისკებს წარმოადგენდა.

FCA-ს თავმჯდომარედ მიღებისას, ალდერმა გაანცხადა, რომ ფინანსური დამკვირვებელი დაეხმარება გაერთიანებული სამეფოს პოსტ-ბრექსიტის მომავლის ფორმირებას, როგორც გლობალურ ფინანსურ ცენტრს, რომელიც აგრძელებს ინოვაციებისა და კონკურენციის მხარდაჭერას მსოფლიოში წამყვანი მარეგულირებელი სტანდარტების მეშვეობით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი