აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნებში შემოწირულობას კრიპტოვალუტით მიიღებს

0
1853

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, ერიკ სვალველის განცხადებით, 2020 წლის არჩევნებში კრიპტოვალუტით შემოწირულობას მიიღებს.

ერიკ სვალველმა საპრეზიდენტო განაცხადი 8 აპრილს გააკეთა. უნდა აღინიშნოს, რომ ერიკ სვალველი დემოკრატების რიგებიდან არის.

პრეზიდენტობის კანდიდატის ეს განცხადება უკავშირდება კვლევას, რომელიც eToro-მ ჩაატარა. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ტრადიციული საფონდო ბაზრების მიმართ ნდობა ნელ-ნელა მცირდება.

კრიპტოვალუტის მიმართ კი ამერიკის მოქალაქეების დამოკიდებულება დროის გასვლასთან ერთად განსაკუთრებულ ცვლილებებს არ განიცდის.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატები ბოლო დროს კრიპტო საკითხებით ძალიან არიან დაინტერესებულები.

“მე მჯერა, რომ Blockchain-ი ჩვენი მომავლის დიდი ნაწილია. თუ მე თეთრ სახლში ვიქნები, ჩვენ გვექნება ძალიან მეგობრული პოლიტიკა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით”,-განაცხადა კიდევ ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ენდრიუ იანგმა.

ეს განცხადება ენდრიუ იანგმა ნიუ-იორკში Consensus-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა.

ამასთანავე, ენდრიუ იანგი პოზიტიურად არის განწყობილი Blockchain ტექნოლოგიის მიმართ. მისი განცხადებით, Blockchain-ი შეერთებული შტატების მომავლის დიდი ნაწილი უნდა იყოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი