გასული შაბათი-კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის დაცემამ ინვესტორები შეაშფოთა, რამაც აღნიშნული საზოგადოების წევრები, კრიპტოვალუტების ფასის აწევის იდეების საჯარო განხილვამდე მიიყვანა. ეს კი Reddit-ის პლატფორმის გამოყენებითა და მხარდაჭერით განახორციელეს.
Reddit-ის მომხმარებელმა თანამეგობრობის წევრებს ჰკითხა, თუ როგორ შეეძლო ETH-ს საბაზრო კაპიტალიზაციის 500 მილიარდ დოლარამდე გაზრდა. მომხმარებელმა უძრავი ქონების ბიზნესში “ჭკვიანი კონტრაქტების” გამოყენების ფაქტიც გააკრიტიკა.
Redditor-მა აღნიშნა, რომ მათ ჯერ არ უნახავთ დამაჯერებელი შემთხვევა, რაც ETH-ის ღირებულებას გაამყარებდა. მან მოიყვანა ბიტკოინის მაგალითი და აღნიშნა, რომ საზოგადოება მას როგორც ოქროს მარაგის ჩამანაცვლებელს ასე აღიქვამს, მაგრამ ეთერიუმი ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს.
Redditor u/WarhorseLand-მა უპასუხა აღნიშული შეკითხვებიდან ერთ-ერთს და განაცხადა, რომ “ჭკვიანი კონტრაქტების” გამოყენება უძრავი ქონების ბიზნესში ზედმიწევნით ხელსაყრელია თაღლითობის თავიდან ასაცილებლად, რა დროსაც ხდება, თუნდაც ერთი და იმავე საკუთრების რამდენიმეჯერ გადაყიდვა სხვადასხვა დაინტერესებულ პირზე.