Bancor-მა დანაკარგების დაცვის ფუნქცია შეაჩერა

0
896

დეცენტრალიზებული ფინასების პროტოკოლმა Bancor-მა მუდმვი დანაკარგების დაცვის ფუნქცია (ILP) ბაზრის არსებული პირობების გამო შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ Bancor-ი DeFi პროტოკოლების პიონერად ითვლება.

ამასთან დაკავშირებით Bancor-მა “ტვიტერზე” დაწერა და განმარტა, რომ ეს არის დროებითი ღონისძება, თავისი მომხმარებლების დასაცავად.

”ეს არის დროებითი ღონისძიება, რომელიც აჩერებს IL-ს დაცვას, მაგრამ ეს დრო პროტოკოლს ამოსუნთქვის და აღდგენის საშუალებას მისცემს. ბაზრების სტაბილიზაციის მოლოდინში, ჩვენ ვმუშაობთ, რომ IL დაცვა ხელახლა გააქტიურდეს რაც შეიძლება მალე”,- აღნიშნულია პოსტში.

როდესაც მომხმარებელი თავისი აქტივების ლიკვიდურობას ახორციელებს, ეს მოგვიანებით მათი დეპონირებული აქტივების თანაფარდობას ცვლის, რაც მათ აქტივებს პოტენციურად დაბალმომგებიანად აქცევს და ასე რჩება, რაც ცალსახა ზარალაში წაიყვანს მათ.

Bancor-ის პროტოკოლის საკუთრებაში არსებული ლიკვიდობა გამოიყენებოდა ILP-ის დასაფინანსებლად: პროტოკოლმა განათავსა თავისი მშობლიური ტოკენი BNT-ში და გამოიყენა შეგროვებული საფასური მომხმარებლებისთვის ნებისმიერი დროებითი ზარალის ასანაზღაურებლად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი