ევროპის ცენტრალური ბანკი ციფრული ევროს გამოშვების გადაწყვეტილებას 2021 წელს მიიღებს

0
1750

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) განაცხადა, რომ ის ციფრული ევროს გამოშვების შესახებ 2021 წლის შუა პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას.

ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელმა წევრმა, ფაბიო პანეტამ განაცხადა, რომ ECB–ს შეუძლია მხოლოდ ციფრული ევრო ჰოლდინგის დაშვება გარკვეულ ზღვრამდე. თუმცა დასძინა, რომ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გაშვებამ, სავარაუდოდ, ბანკების დეპოზიტების დაკარგვა არ უნდა გამოიწვიოს.

კერძოდ, ფაბიო პანეტამ აღნიშნა, რომ ეს ბარიერი შეიძლება იყოს 3000 ევრო, რაც დაახლოებით 3600 დოლარია. ეს კი სრულიად აკმაყოფილებს საზოგადოების უმრავლესობის ფინანსურ მოთხოვნილებებს.

მან ასევე დასძინა, რომ ეს მაჩვენებლები ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია და რომ, ECB–ს ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება ციფრული ევროთი გადასახადების გადაფარვის შესახებ.

ფაბიო პანეტამ ხაზი გაუსვა, რომ ECB-ს კონკურენცია კომერციულ ბანკებთან არ ექნება. ციფრული ევროს მიზანია ბანკმა მომხმარებელს ფინანსური მომსახურეობის ციფრული ვარიანტი შესთავაზოს.

”ციფრული ევრო ვერ მოახდენს დესტაბილიზაციას ფინანსურ სისტემასა და ბანკებში. თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ ფულის ნაწილი ციფრულ ევროდ გადააქციოს, ბანკები არ დაკარგავენ დეპოზიტებს”,- განაცხადა ფაბიო პანეტამ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი