”ციფრული ევრო შეიძლება იყოს ფულის შემავსებელი და არა მისი შემცვლელი. ევროკავშირში გამოშვებული ნებისმიერი ციფრული ვალუტა ვერ ჩაანაცვლებს ნაღდ ფულს”,- აღნიშნა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, ქრისტინ ლეგარდმა.
საფრანგეთ-გერმანიის საპარლამენტო ასამბლეის ონლაინ შეხვედრაზე ლეგარდმა განაცხადა, რომ ბანკი იკვლევს ევროპული ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის სარგებელს, რისკებსა და ოპერაციულ გამოწვევებს, მაგრამ ტრადიციულ ვალუტას “ციფრულ მომავალში” თავისი როლი მაინც ექნება.
10 სექტემბერს ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროსისტემას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ციფრული ევროს შემოღების თაობაზე. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ბანკის მიერ გამოსაშვებ ციფრულ ვალუტის გავლენას, უახლოეს მომავალში საზოგადოების წინაშე წარსდგებოდა.
აღსანიშნავია რომ, ქრისტინ ლეგარდი დიდხანს უჭერდა მხარს ცენტრალურ ბანკს ციფრული ევროს შემოღებას.
ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გადაიდგა ნაბიჯები ციფრული ვალუტის მიღებისკენ. მაშინ, როდესაც ლეგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი იყო, მან განაცხადა, რომ ყურადღებას გაამახვილებდა იმაზე, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები ცვალებად ფინანსურ გარემოში ადაპტირებულიყვნენ.