ფაბიო პანდა: სტაბილკოინის შექმნა აუცილებლობას წარმოადგენს

0
837

ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ფაბიო პანეტამ, ცოტა ხნის წინ გამართულ IESE Business School Banking Initiative Conference on Technology and Finance-ზე, ცენტრალური ბანკის მიმდინარე კვლევის მიმოხილვა წარმოადგინა.

მისი განცხადებით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების გამოშვება აუცილებელი გახდება. თუმცა თან დასძინა, რომ ისინი არ უნდა გახდეს ფინანსური შეფერხების წყარო, რამაც შეიძლება შეაფერხოს მონეტარული პოლიტიკის გადაცემა ევრო ზონაში.

ციფრული ვალუტის დანერგვის დროს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების გასაღები პანეტას თქმით, ამ პროცესში, კომერციული ბანკებისათვის, შესაბამისი როლის მინიჭება იქნება. ეს საშუალებას მისცემს ბანკებს ფრონტ-ენდის სერვისების მიწოდება განაგრძონ, რათა მათი, მომხმარებელთან ურთიერთობის და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებით ისარგებლონ.

ევროპის ცენტრალური ბანკი ასევე კონფიდენციალურობის საკითხს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ფაბიო პანეტამ განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში გამოყენების შესაძლებლობა კრიპტოვალუტის მთავარი ფუნქცია გახდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი