ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მოხსენება მარეგულირებლებს ურჩევს არ აკრძალონ კრიპტოვალუტა. მოხსენებაში აღწრილია, თუ რა კონტექსტში უნდა განიხილებოდეს კრიპტოვალუტა, როგორ უნდა ხდებოდეს დაბეგვრა და ამ ყველაფერმა რა გავლენა შეიძლება იქონიოს საბანკო სექტორზე.
ევროპარლამენტის ანგარიში ურჩევს მარეგულირებელ ორგანიზაციებს არ დააკმაყოფილონ კრიპტოვალუტის შესახებ 33-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც ეკონომიკური და მონეტარული კომიტეტის მოთხოვნით არის შექმნილი და კრიპტოვალუტის აკრძალვას ეხება.
ევროპარლამენტის ანგარიშში ნათქვამია:
პოლიტიკოსები და მარეგულირებელი ორგანოები არ უნდა აიგნორებდნენ კრიპტოვალუტის საკითხს და არ უნდა იყვენენ მათ აკრძალვაზე ორიენტირებულები. ეს ორივე მიდგომა არასწორია.
ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია: “მარეგულირებელმა უნდა განიხილოს კრიპტოვალუტა, როგორც ნებისმიერი სხვა ფინანსური ინსტრუმენტი, მათ პროპორციულად და თავისი საბაზრო მნიშვნელობით, სირთულეებითა და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რისკებით … კრიპტოვალუტის გლობალური ხასიათის გათვალისწინებით, რეკომენდირებულია კრიპტოვალუტის დაბეგვრა იმ ფორმით, რა ფორმითაც იბეგრება ნებისმიერი სხვა ფინანსური აქტივი”.
შეგახსენებთ, რომ მაისში ევროკავშირმა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ახალი რეგულაციები დააწესა.
რეგულაციებთან დაკავშირებით ევროპარალმენტის წევრმა კრისენას კარინსმა კომენტარი გააკეთა: “ეს კანონმდებლობა ხელს უწყობს ჩვენს მოქალაქეებს და საფინანსო სექტორს მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ დგას ამა თუ იმ კომპანიების უკან და ამასთანავე, გააძლიეროს ვირტუალური ვალუტის რეგულაციის არსებული წესები ანონიმი წინასწარ გადამხდელების მიმართ”.