კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2432

ამ კვირაში კრიპტოვალუტების კურსმა ოდნავი გაუმჯობესა აჩვენა. თუმცა, ბოლო ორი დღეა ფასები კვლავ დაეცა.

ბიტკოინი

ბიტკოინის ფასმა 5 სექტემბერს ისევ დაიკლო. კრიპტოვალუტის კურსმა თუ ასეთი მერყეობა გააგრძელა ბიტკოინის ფასი შესაძლოა, 5.900 დოლარის დონემდე დაეშვას.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბიტკოინის ფასი 5.900-დან 6.075 დოლარს შორის იმოძრავებს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი ზრდის ტენდენციას აჩვენებს მაშინ მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსი 8.566 დოლარამდე გაიზარდოს.

ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ კლების შემთხვევაში 5.900 დოლარის შემდეგ მოსალოდნელი დონეებია 5.450 და 5.000 დოლარის ნიშნულები.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ დაელოდონ ბიტკოინის ფასის მერყეობის შემცირებას და მხოლოდ ფასის ზრდის შეთხვევაში განახორციელონ ვაჭრობა.

ეთერიუმი

ეთერიუმის მდგომარეობა უფრო გაუარესდა. კრიპტოვალუტა 200 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. 6 სექტემბერს ეთერიუმის ფასი 192 დოლარამდე დაეცა.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კლების შემდეგ, როდესაც კრიპტოვალუტის კურსი ზრდას დაიწყებს მხოლოდ მაშინ ღირს ინვესტიციის განხორციელება.

რიპლი

6 სექტემბერს რიპლის კურსი 0.26 დოლარამდე დაეცა. მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტამ 0.24-სა და 0.27 დოლარს შორის იმოძრაოს.

იმ შემთხვევაში, თუ რიპლის კურსმა მოიმატა კრიპტოვალუტის ფასმა შესაძლოა, 0.37 დოლარის დონემდე მიაღწიოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ რიპლის ფასის კორქტირებას დაელოდონ და კურსის ზრდის შემთხვევაში განახორციელონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის კურსს 6 სექტემბერს 519 დოლარის დონე ეჭირა. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის ფასი კლების ტენდენციას აჩვენებს მოსალოდნელია, რომ ბიტკოინ Cash-ის კურსმა 400 დოლარის დონე დაიჭიროს.

თუკი, ბიტკოინ Cash-ის ფასი ზრდას დაიწყებს მაშინ კრიპტოვალუტის კურსმა შესაძლოა, 670 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ დაელოდონ ბიტკოინ Cash-ის კურსის კორექტირებას.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის კურსი 62 დოლარის ნიშნულზე ვერ შენარჩუნდა.

არსებობს იმის ალაბათობა, რომ კრიპტოვალუტამ 14 აგვისტოს მაჩვენებელი გაიმეოროს და ფასი 49 დოლარზე დაეშვას. თუ ეს ნიშნული დაფიქსირდა მაშინ მოსალოდნელი დონე 44 დოლარი იქნება.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი