ევროკომისია Blockchain-ის რეგულაციას გეგმავს

0
2592

ევროკომისიამ fintech-ის, მათ შორის Blockchain-ის რეგულაციის გეგმა შეიმუშავა.

ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნის მიხედვით, საბაზრო წესები crowdfunding-თან და Blockchain ტექნოლოგიის სტანდარტებთან დაკავშირებით უნდა მიიღონ.

“როიტერის” მოსაზრებით, ეს ნაბიჯი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი რეგულირების სისტემის ნაწილია.

“ევროკავშირის სტრუქტურა Blockchain-ს “ევროპულ პასპორტს” სთავაზობს და ამავდროულად უზრუნველყოფს პლატფორმის სწორ მართვასა და ინვესტორების დაცვას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კრიპტოვალუტისგან განსხვავებით, Blockchain-ს გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმობა. თუმცა, კრიპტოვალუტის თემის შესახებ ევროკავშირის ფინანსური სამსახურის უფროსმა ვალდის დომბროვსკისიმ 26 თებერვალს განაცხადა, რომ კანონმდებლები მზად არიან საჭიროებისამებრ შემოიღონ რეგულაციები.

ევროკავშირს Blockchain ტექნოლოგიის მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულება აქვს. ერთი მხრივ, ევროკავშირის კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის მარეგულირებელი საბჭო ცდილობს გარკვეული რეგულაციები შემოიღოს, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირს სურს არ ჩამორჩეს თანამედროვე ტექნოლოგიურ სიახლეებს.

ამასთანავე, უნდა აღნიშნოს დამბროვსკისის კომენტარი, სადაც განაცხადა: “ევროკავშირი Blockchain-ის ინოვაციაში უნდა ჩაერთოს”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი