19 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
917

18 ნოემბერს ციფრული ვალუტის ბაზარი მკვეთრად შემცირდა.

გუშინ, ბიტკოინის კურსი პირველად აღმოჩნდა 56.500 დოლარის დონეზე. თუმცა დღის ბოლოს კრიპტოვალუტამ დონის გაუმჯობესება მოახერხა, რის შედეგადაც ვაჭრობა 56.942 დოლარზე დაიხურა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი მონაცემებით ფასი კიდევ უფრო შემცირებულია. დღეს ბიტკოინის კურსი 55.700 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ანალიტიკოსების პროგნოზით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია 60.000 დოლარის დონის დაბრუნება.

რაც შეეხება ეთერიუმს: 19 ნოემბერს ეთერიუმის კურსი 3.995 დოლარის დონეზე აღმოჩნდა. დღის განმავლობაში ფასის რყევა შეინიშნებოდა. თუმცა დღის ბოლოსკენ ალტკოინის კურსი კვლავ 4.000 დოლარის დონეზე აღმოჩნდა.

ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ეთერიუმის ფასი, საწყის ეტაპზე, 4.500 დოლარის ნიშნულს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 19 ნოემბერს, დღის ბოლოს, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 495 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი