ორ კვირაზე ნაკლებ დროში, რაც ევროკომისიამ გახსნა თავისი ინიციატივა „ციფრული ევრო ევროკავშირისთვის“ საჯარო კონსულტაციებისთვის 11000-ზე მეტმა ინდივიდმა და ორგანიზაციამ დატოვა თავისი გამოხმაურება ვებსაიტზე.
გამოხმაურების შესაძლებლობა 14 ივნისამდე იქნება დაშვებული.
ვებსაიტზე ღია კომენტარების განყოფილების გარდა, არსებობს მიზნობრივი საკონსულტაციო კითხვარი, რომელიც კრიპტო სექტორის წარმომადგენლებისა და ექსპერტებისაგან ინფორმაციის შეგროვებას ისახავს მიზნად.
აღნიშნული განყოფილების მიზანი ისეთ საკითხებზე აზრის გამოკითხვაა, როგორიცაა კონფიდენციალურობა და მონაცემთა დაცვა, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის წესების შემუშავება, გავლენა ფინანსურ სტაბილურობაზე, მომხმარებელთა საჭიროებები და ა.შ.
კონსულტაციების პროცესი წინ უსწრებს ციფრული ევროს საკანონმდებლო განხილვას, რომელიც 2023 წელს არის დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისში ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ფაბიო პანეტამ განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში გამოყენების შესაძლებლობა კრიპტოვალუტის მთავარი ფუნქცია გახდება.