ვეტერანი ასტრონავტი NFT-ითა და Blockchain-ით არის დაინტერესებული

0
789

NFT-ში ახლა ვეტერანი ასტრონავტები ჩაერთვნენ, რათა მათი კოსმოსში გატარებული დრო საზოგაოდებას NFT-ების საშუალებით გაუზიარონ.

აშშ-ს გადამდგარმა ასტრონავტმა სკოტ კელიმ, ცოტა ხნის წინ, მედიასთან ინტერვიუში გაამხილა, რომ მას მზარდი ცნობისმოყვარეობა გააჩნია Blockchain ტექნოლოგიისა და NFT-ების მიმართ. კელის თქმით, ის ექვსი წელია ადევნებს თვალს Blockchain-ს და აფასებს მის პოტენციალს.

”ჩემი მზარდი ცნობისმოყვარეობა Blockchain-ის შესახებ უფრო შორს წავიდა და წარმოვიდინე მისი როლი კოსმოსის კვლევის ხელშეწყობაში. ამიტომ მსურს მისი ნაწილი ვიყო.“ – განაცხადა კელიმ.

ვეტერანმა კოსმონავტმა ახლახან NFT კოლექცია, სახელწოდებით Dreams Out of This World გამოუშვა, რომელიც ასახავს კელის კოსმოსურ მოგზაურობას რამდენიმე ციფრული ნამუშევრის მეშვეობით.

აღნიშნულმა სერიამ ამჯერად 500,000 დოლარი შეაგროვა, რომელიც არაკომერციულ ორგანიზაცია Global Empowerment Mission (GEM) გადაეცა. აღნიშული ორგანიზაცია კი უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლადაა შემნილი.

„უკრაინაში მიმდინარე ომი ყველასათვის გულთან ახლოს მისატანი ტკივილია. სწორედ ამიტომ პირველი სერიის გაყიდვიდან შემოსული თანხის 100% სრულად გადავეცით მათ”,- განაცხადა სკოტ კელიმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი