დუბაი ბიზნესის რეგისტრაციის გაუმჯობესებისთვის Blockchain პლატფორმას ქმნის

0
2004

დუბაი ამერიკულ საერთაშორისო ტექნოლოგიების კომპანიასთან თანამშრომლობს. თანამშრომლობის მიზანია Blockchain-ის დახმარებით სარეგისტრაციო პლატფორმის შექმნა, რომელიც იურიდიული ნორმების დაცვით ბიზნესსისთვის იქნება ხელშემწყობი.

ეს ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯია პროექტ “2020 Blockchain-ის სტრატეგიის” განსახორციელებლად.

“Blockchain-ის რეესტრზე განთვსდება კომპანიების სარეგისტაციო ინფორმაცია. Blockchain-ის დახმარებით შესაძლებელი იქნება სავაჭრო ლიცენზიის მიღება, ციფრული ვალუტით ვაჭრობა და ამ ყველაფერთან დაკავშირებული დოკუმენტაციის უზრუნველყოფა. ეს ყველაფერი დუბაის ეკოსისტემასთან შესაბამისობაში მოდის”,- ნათქვამია პრეს-რელიზში.

დუბაის “2020 Blockchain-ის სტრატეგიამ” სტაბილურ პროგრესს მიაღწია. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი 2016 წელს დაიწყო.

ხელისუფლება მიზნად ისახავს, რომ დუბაი ტექნოლოგიისთვის ხელსაყრელ ადგილად იქცეს.

“Blockchain-ის რეესტრის მეშვეობით, ინვესტიციისა და ასევე ბიზნესის კეთება დუბაიში გახდება უფრო მოსახერხებელი და ჩვენთვის იქნება მნიშვნელოვანი გამოცდილება”,- განაცხადა სემი ალ-ქამაზიმ, პროექტის გენერალურმა დირექტორმა.

დუბაის პარტნიორი საერთაშორისო ტექნოლოგიების კომპანიის ახლო აღმოსავლეთის გენერალური მენეჯერის ამრ რეფატის თქმით, კომპანია IT გიგანტი გახდა, რომელმაც ბოლო ორი წლის მანძილზე Blockchain-თან დაკავშირებულ ექსპერიმენტულ პროექტებში სხვა კომპანიებს შორის ლიდერის სტატუსი მოიპოვა.

“დუბაი ინოვაციის ლიდერია მრავალი ამბიციური პროექტებისთვის, რომლებიც უკვე რეალობად იქცა”, – აცხადებს ამრ რეფატი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი