დიმიტრი პესკოვი: რუსეთი ციფრული ვალუტის მიღებისთვის მზად არ არის

0
1904

რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ არ არის მზად კრიპტოვალუტის მიღებისთვის.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

“თავიდანვე, კრიპტოვალუტასა და Blockchain-ს არ მივანიჭეთ ლეგალური სტატუსი. თუმცა, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არსებობს რისკის საფრთხეებიც”,-განაცხადა პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ციფრული ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის ოფიციალური პოზიცია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ძალიან “რბილი” იყო.

“საფრთხის დონე იმდენად მაღალია, რომ პოზიცია უფრო მკაცრი უნდა იყოს”, – განაცხადა მან.

“კრიპტოვალუტების გაცემა და მიმოქცევა ჯერ კიდევ არ არის ნებადართული. მნიშვნელოვანია, რომ თუ ჩვენ ვიღებთ კანონპროექტს კრიპტოვალუტის საკითხთან დაკავშირებით მაშინ ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ციფრული ვალუტის მიმოქცევა ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი არ არის ლეგალური”,-აღნიშნა პესკოვმა.

პესკოვის განცხადებით, ქვეყანაში კრიპტოვალუტის სფეროს სამართლებრივი განვითარებისთვის საუკეთესო ნაბიჯი იქნება, როდესაც მარეგულირებელი შექმნის ერთგვარ სისტემას, რომელიც ყველა კრიპტოვალუტის მუშაობას გაანალიზებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი