მასაჩუსეტსის მარეგულირებელი Robinhood-ს სასამართლოში უჩივის

0
1129

მასაჩუსეტსის მარეგულირებელი Robinhood-ის ლიცენზიის გაუქმებას ცდილობს.

შტატის ფასიანი ქაღალდების სამმართველოს უფროსმა, უილიამ გალვინმა “ბლუმბერგთან” ინტევიუში განაცხადა, რომ Robinhood-ი აგრძელებს მიმზიდველი ვაჭრობის რეკლამას, რომელიც ახალბედა ინვესტორების დაინტერესებას იწვევს. თუმცა ის შიშობს, რომ ეს შეიძლება ხაფანგი აღმოჩნდეს.

ამიტომ უილიამ გალვინმა საჩივარი დაწერა, რომლის მიხედვითაც საბუთდება Robinhood-ის მიერ გარკვეული არაკონონიერი საშუალების გამოყენება.

შტატის მარეგულირებელმა აღნიშნა ბირჟის ბოლოდროინდელი საქმიანობა, მათ შორის აქცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ფულადი ჯილდო ახალი დეპოზიტების საფუძველზე მიიღოს.

ბირჟა საჩივარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ქმედებამ შესაძლოა, ნეგატიური გავლენა მოახდინოს პლატფორმის მომხმარებლებზე.

2020 წლის დეკემბერში კომპანიამ განაცხადა, რომ მასაჩუსეტში პლატფორმას თითქმის 500,000 მომხმარებელი ჰყავდა.

Robinhood-ის ადვოკატებმა საპასხო წერილით უპასუხეს აღნიშნულ ბრალდებას. ისინი მარეგულირებელს ცილისწამებაში ადანაშაულებენ, რაც, თავისთავად, ხელს უშლის ბირჟის საქმიანობას.

პროცესი ახალი დაწყებულია და თუ, როგორ განვითარდება მოვლენები ამას დრო აჩვენებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი