გერმანიის მარეგულირებელი ერთ-ერთი კრიპტობირჟის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს

0
1770

28 მაისს გერმანიის ფინანსურმა მარეგულირებელმა, ფედერალურმა საფინანსო ზედამხედველობის ორგანომ კრიპტოვალუტის ბირჟის, CoinBene-ისთან დაკავშირებით საზოგადოება გააფრთხილა.

მარეგულირებელი აცხადებს, რომ CoinBene-ს უნდა ჰქონდეს ავტორიზაცია გავლილი, რადგან ბირჟა აქტიურ სავაჭრო საქმიანობას ეწევა.

როგორც ფინანსური მარეგულირებლის განცხადებაშია აღნიშნული, CoinBene არ არის გერმანიის კომერციულ რეესტრში დარეგისტრირებული და შესაბამისად, ბირჟას არ აქვს ლიცენზია მინიჭებული.

მარეგულირებლის განცხადების საპასუხოდ კრიპტოვალუტის ბირჟამაც გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება. ოფიციალური განცხადების მიხედვით, ბირჟა არ მიიჩნევს, რომ რაიმე არაკანონიერ საქმიანობას ახორციელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიაში საკმაოდ პოპულარულია ციფრული ვალუტა. 2018 წლის ნოემბერში კვლევითი და საკონსულტაციო ცენტრის Hesse და Saxony-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული გერმანელი ახალგაზრდების მეოთხედზე მეტი მზად იყო ინვესტიციის კრიპტოვალუტაში განსახორციელებლად.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ინტერნეტ მომხმარებლთა შორის ჩატარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოკითხულ იქნა 1.000 გერმანელი, რომელთა ასაკიც 18-დან 39 წელს შორის მერყეობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი