ევროპის ცენტრალური ბანკი ციფრული ევროს მიღების გეგმის შედგენაზე მუშაობს

0
1247

ციფრული ევროს განხილვა 2021 წელს განახლდება.

“ევროპის ფინანსურმა ორგანოებმა შესაძლოა, ციფრული ევროსთვის მომავალ წელს გეგმა შეიმუშაონ”,- განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ევროპის ცენტრალური ბანკის ბაზრის ინოვაციისა და ინტეგრაციის ხელმძღვანელი, ჰოლგერ ნეუჰაუსი სინგაპურის fintech კონფერენციას შეუერთდა, სადაც ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტების გლობალურ განვითარებაზე ისაუბრა.

ონლაინ დისკუსიის დროს, ჰოლგერ ნეუჰაუსმა განაცხადა, რომ ბანკი ელოდება, ევროპის ფინანსური ორგანოების შეფასებას. უფრო კონკრეტულად კი, უნდა გაირკვევს დაიწყება თუ არა 2021 წელს ციფრული ევროს მიღება.

”2021 წლის შუა პერიოდში ევროს სისტემა განიხილავს, დაიწყებს თუ არა ევროპულ ციფრულ პროექტს. ამასთანავე, ჩვენ საშუალება გვეძლევა შევადგინოთ რეალური გეგმა, თუ როგორი შეიძლება იყოს ციფრული ევრო, როგორ უნდა გამოიყურებოდეს და ა.შ.”,- აღნიშნა ევროპის ცენტრალური ბანკის ბაზრის ინოვაციისა და ინტეგრაციის ხელმძღვანელმა.

ჰოლგერ ნეიჰაუსმა ხაზი გაუსვა, რომ ციფრული ევრო შეავსებს და არ შეცვლის ფულადი ან საბითუმო ცენტრალური ბანკის დეპოზიტებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი