2020 წლის იანვრიდან გერმანიის ბაზარზე მოქმედ ნებისმიერ კრიპტოვალუტის კომპანიას მარეგულირებლის ნებართვა სჭირდება.
გერმანიის ფინანსური ზედამხედველობის ფედერალურმა ორგანომ, BaFin-მა განაცხადა, რომ მან Coinbase-ს ლიცენზია მიანიჭა.
გერმანიაში 2019 წლის ბოლოს მიიღეს კანონმდებლობა, რომლის თანახმად, კომპანიებს, რომლებიც მუშაობენ კრიპტოვალუტის ბიზნესად, უნდა მიიღონ BaFin-ისგან მუშეობის ნებართვა.
BaFin–ის აღნიშნული კანონის შესახებ შენიშვნების თანახმად, ბიზნესი, რომელიც ციფრული ვალუტის ვაჭრობით არის დაკავებული მიიჩნევა ფინანსურ ინსტიტუტად, რომელიც რეგულირებას ექვემდებარება.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის დეპუტატები კვლავ მუშაობენ ციფრული ვალუტების კანონმდებლობის შესაქმნელად, გერმანიის მარეგულირებელ ორგანოებს უკვე აქვთ გარკვეული სამართლებრივი ბაზა.
კრიპტო პროვაიდერებს, ბირჟებს და სხვა ბიზნესებს გერმანიაში შეუძლიათ ფუნქციონირება ქვეყნის მარეგულირებლის მიერ გაცემული ლიცენზიით.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს გერმანიის ერთ-ერთმა ბანკმა, Hauck & Aufhäuser-მა თავისი ციფრული ვალუტის ფონდი შექმნა.
”ჩვენ ვხედავთ, რომ კრიპტოვალუტები სულ უფრო მიმზიდველი ხდება ინსტიტუციური ინვესტორებისთვის. ჩვენი პირველი კრიპტო ფონდის ამოქმედებით, Kapilendo-სთან ერთად, შევქმენით ინოვაციური საინვესტიციო მანქანა, რომელიც მომხმარებლებს აძლევს იაფ და უსაფრთხო წვდომას ციფრულ ვალუტებზე. ასევე აკმაყოფილებს Hauck & Aufhäuser-ის ხარისხის სტანდარტებს და მაღალ მოთხოვნებს”,-აღნიშნა ბანკის მმართველი საბჭოს წევრმა, ჰოლგერ სეპმა.