გაერთიანებული სამეფოს ხაზინა სტაბილკოინების რეგულირებას განაგრძობს

0
946

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაერთიანებული სამეფოს სახაზინო დეპარტამენტმა გადაწყვიტა სტაბილკოინების რეგულირება, როგორც კანონიერი გადახდის საშუალება, ისე გააგრძელოს.

აღნიშნულმა სიახლემ, კრიპტო ინდუსტრიის კეილგანწყობა გამოიწვია. თუმცა კრიპტო სექტორი TerraUSD-ის ბოლოდროინდელი ფასის ვარდნით არის აღშფოთებული.

ნათელია ხაზინის განზრახვა, დაარეგულიროს სტაბილკოინები დიდ ბრიტანეთში.

სიტყვით გამოსვლისას პრინცმა ჩარლზმაც განაცხადა ახალი კანონმდებლობის შემოღების შესახებ. ამასთანავე, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება ეკონომიკური ზრდისა და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად.

„ეს ღონისძიებები და კანონპროექტი გააძლიერებს უფლებამოსილებებს სექტორებში, რომლებიც უკანონო ფინანსური ოპრაციების მოძიებაზე არიან პასუხსიმგებელნი, ასევე ხელს შეუწყობს ეკონომიკური დანაშაულის შემცირებას და ბიზნესს განვითარებაშიც დაეხმარება”,- აღნიშნა პრინცმა.

მიუხედავად იმისა, რომ Terra-ს ეკოსისტემის, LUNA-სა და UST-ის, ფასის დაცემა საკმაოდ თვალშისაცემი გახდა ექსპერტების აზრით, ეს სავსებით მოსალოდნელი მოვლენა იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი