გერმანიის სამართალდამცავებმა აუქციონის წესით 12 მილიონი ევროს ღირებულების კრიპტოვალუტა გაყიდეს

0
3811

გერმანიაში, ბაიერნის პროკურორებმა 12 მილიონი ევროს ღირებულების კრიპტოვალუტა ამოიღეს. უნდა აღინიშნოს, რომ ამოღებული კრიპტოვალუტები გერმანიის სამართლებრივ ისტორიაში კრიპტოვალუტების რადენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა.

ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Der Tagesspiegel-ი წერს.

ცნობილი გახდა, რომ გასაყიდად გამზადებული იყო 1312 ბიტკოინი. აუქციონზე გასაყიდ კრიპტოვალუტების ჩამონათვალში ბიტკოინის გარდა, შედიოდა ასევე 1399 ბიტკოინ Cash, 1312 Gold ბიტკოინი და 220 ეთერიუმი.

კრიპტოვალუტები, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს ამოიღეს ორი თვის განმავლობაში გაიყიდა.

“მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტის ფასმა რყევა განიცადა და კურსი დაეცა ცენტრალური კიბერდანაშაულის ოფისმა საგანგებოდ ბრძანა კრიპტოვალუტების აუქციონის წესით გაყიდვა”,- აღნიშნავენ პროკურორები.

კიბერდანაშაულში ონლაინ პლატფორმა “Lesen und Lauschen-ი” ამხილეს, რომელიც დაკავებული იყო ელექტრონული წიგნებისა და აუდიო-წიგნების უკანონო გაყიდვით.

Der Tagesspiegel-ის ინფორმაციით, პლატფორმა სულ ცოტა 30.000 ადამიანმა გამოიყენა. ბაიერნის ცენტრალური კიბერდანაშაულის ოფისის თანამშრომლებმა საიტის ოპერატორები გასული წლის ივნისში დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის გამოძიების დროს ამოღებული აქტივების აუქციონის წესით გაყიდვა სამართლებრივ სისტემაში დიდი ხნის დანერგილი პრაქტიკაა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი