განას ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის ხაზგარეშე შესაძლებლობების განვითარებაზე ზრუნავს

0
1015

განას ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის ხაზგარეშე შესაძლებლობების განვითარებაზე ზრუნავს, რათა მის გამოყენებას საზოგადოების ყველა სეგმენტში ხელი შეუწყოს.

“ბლუმბერგის” ინფორმაციით, განას ცენტრალური ბანკის FinTech-ისა და ინოვაციის ხელმძღვანელმა, კვამ ოპონგმა განაცხადა, რომ ქვეყნის ციფრული ვალუტა, e-cedi ხაზგარეშე ტრანზაქციებს მხარს უჭერს.

ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ხაზგარეშე (ოფლაინ) ფუნქციონირება საშუალებას მისცემს იმ მოქალაქეთა კატეგორიას, ჰქონდეთ წვდომა სტაბილკოინზე, რომელთაც არ გააჩნიათ სტაბილური ელექტრომომარაგება ან ინტერნეტთან წვდომა.

e-cedi ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ხაზგარეშე გარემოში ზოგიერთი “სმარტ ბარათის” საშუალებით.

“სმარტ ბარათი” არის პლასტიკური საკრედიტო ბარათის ზომის ბარათი ჩიპით, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს განახორციელოს გარიგება წინასწარ დატვირთული ბალანსის გამოყენებით.

მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, რომელიც 2019 წელს გამოქვეყნდა, განელების 84%-ს ჰქონდა სტაბილური წვდომა ელექტროენერგიაზე, 53%-ს კი – ინტერნეტზე.

შეგახსენებთ, რომ განას ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის პროექტის განვითარებისთვის გერმანიის ფასიანი ქაღალდების კომპანია Giesecke+Devrient-თან თანამშრომლობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი