კლაუდიო ოლივეირა ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ დააპატიმრა

0
1037

თვითგამოცხადებული “ბიტკოინის მეფე” კლაუდიო ოლივეირა ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ დააპატიმრა. მას ბრალი წაუყენეს დაახლოებით 300 მილიონი დოლარის მოპარვისათვის, რასაც ის ამ დროის განმავლობაში თაღლითური სქემით აკეთებდა. ოლივეირა იყო Bitcoin Banco Group-ის, ბრაზილიის კრიპტო საბროკერო კომპანიის პრეზიდენტი.

კლაუდიო ოლივეირამ 2019 წელს განაცხადა, რომ გახდა ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი და დაკარგა მთელი თანხა, რაც ინვესტორებმა მის კომპანიაში ჩადეს.

მან და მისი ფირმის თანაზრახველებმა შეიტანეს განაცხადი გაკოტრების შესახებ, თუმცა ფედერალურმა ორგანომ მალევე გამოავლინა თაღლითობის სქემა და დაიწყეს მისი სამართლებრივი დევნა. ოლივიერას და მისი თანამზრახველების დაკავება განხორციელდა დროებითი ორდერების საშუალებით, რომელთაგან ოთხი იყო დაკავების, ხოლო 22 – ჩხრეკისა და ყადაღის.

პოლიციის განცხადებით, 2019 წელს როდესაც კომპანიამ დაიწყო გატანის ბრძანებების გაუქმება და ინვესტორებს პრობლემა შეექმნათ საკუთარ თანხებზე წვდომისას, სწორედ მაშინ დაიწყო პირველი გამოძიებები.

მოსარჩელე კი ყოფილი კლიენტია, ვისი ჩვენების საფუძველზეც განხორციელდა დაკავება. მოსამართლემ ოლივიერას განცხადების დასადასტურებლად, რომელიც ჰაკერულ თავდასხმას ეხებოდა, კვირის ბოლომდე მისცა ვადა, რათა მტკიცებულებები წარედგინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი