ტაივანის ავიაკომპანიაში კრიპტოვალუტით ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება

0
1893

FAT Taiwan-მა, შორეული აღმოსავლეთის ავიაკომპანიამ გამოაცხადა, რომ ბილეთების შესაძენად კრიპტოვალუტით გადახდა შესაძლებელი იქნება. ეს იქნება ტაივანის პირველი ავიაკომპანია, რომელიც კლიენტებს ციფრული ვალუტით გადახდის საშუალებას მისცემს. ავიაკომპანია აცხადებს, რომ კრიპტოვალუტას გადახდის საშუალებად აღიარებს და ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რათა საავიაციო ინდუსტრიაში კრიპტოვალუტის პიონერის სახელი დაიმკვიდროს.

“კრიპტოვალუტის ფართოდ გამოყენება მომავალში, როგორც ავიაკომპანიის ბიზნესში ისე, მთელ ტურისტულ სექტორში სხვადასხვა გზით მოხდება. FAT Taiwan-ის ავიაკომპანია უნდა იყოს ნომერ პირველი, რომელიც კრიპტოვალუტას და Blockchain ტექნოლოგიას დანერგავს”,- განაცხადა ავიაკომპანიის პრეზიდენტმა ჯანგ განგვეიმ.

შორეული აღმოსავლეთის ავიაკომპანია ამჟამად მომსახურებას ახორცილებს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მათ შორის ჩინეთისა და იაპონიის, კამბოჯის, ფილიპინების და სამხრეთ კორეის რამდენიმე ქალაქში.

კომპანიის განცხადების თანახმად, მგზავრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ უფრო მოსახერხებელი დაჯავშვნის ფუნქციით. დაჯავშნულ ბილეთებს მგზავრები ციფრული ვალუტით გადაიხდიან. კრიპტოვალუტით წელიწადში 20.000 რეისის ბილეთების შეძენა იქნება შესაძლებელი.

კრიპტო-ბაზრების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ავიაკომპანიას სურს კრიპტო-პიონერი გახდეს. გარდა, რეგიონალური მედიის ყურადღებისა, რაც ეჭვი არ არის ავიაკომპანიას უფრო მეტ პოპულარობას მოუტანს ასევე, კომპანიის მიერ ციფრული ვალუტის გადახდის საშუალებად დანერგვა ბიტკოინის ტრეიდერებსა და მფლობელებს აზიის ქვეყნებში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში განსაკუთრებით დააინტერესებთ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი