ანალიტიკოსი ბობი ლი ბიტკოინის ფასის შესახებ კომენტარს აკეთებს.
ბობი ლის აზრით, ბიტკოინის ფასი ზრდას განაგრძობს. კრიპტოვალუტის მოსალოდნელი დონე კი 10.000 დოლარია.
ანალიტიკოსის პროგნოზის მიხედვით, 2020 წლის დეკემბრამდე მოსალოდნელია, რომ ფასი 25.000 აშშ დოლარს მიუახლოვდეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ბობი ლის პროგნოზი შორეულ მომავალსაც ეხება. მისი აზრით, 2028 წლისთვის ბიტკოინის ფასი 500.000 დოლარი იქნება.
შემოდგომაზე კრიპტო ინდუსტრიის ანალიტიკოსი აცხადებდა, რომ ცოტა ხანში ბიტკოინი ოქროს ბაზარს გადააჭარბებდა.
ბობი ლის მოსაზრებით, ბიტკოინის ბაზარის კაპიტალიზაცია წლების შემდგომ 8 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
ამჟამად, ბიტკოინის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 131 მილიარდი დოლარის დონეზეა. მართალია, კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციის მონაცემები ოქროს კაპიტალიზაციაზე ბევრად ნაკლებია, თუმცა ბობი ლი იმედს არ კარგავს და აცხადებს, რომ ყველაფერი ბიტკოინის სასარგებლოდ შეიცვლება.
შეგახსენებთ, რომ ბობი ლი ციფრული ვალუტის ბირჟის BTCC-ის დამფუძნებელია. შესაბამისად, მისი პროგნოზები კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით თითქმის ყოველთვის პოზიტიურია.