ანალიტიკოსი: ბიტკოინს აქვს შანსი, რომ ციფრული ოქრო გახდეს

0
1482

“მოთხოვნის ზრდა და შეზღუდული მიწოდება ბიტკოინს ციფრული ოქროდ აქცევს”,- ამის შესახებ მეინ მაკგლონმა განაცხადა.

Bloomberg-თან საუბრის დროს მან აღნიშნა, რომ ბიტკოინის ფასი შესაძლოა, 500.00 დოლარამდე გაიზარდოს ან ნულზე დაფიქსირდეს.

მეინ მაკგლონის პროგნოზს ემთხვევა ტეილორ უინკლევოსის აზრიც. ის მიიჩნევს, რომ ბიტკოინის ფასი გრძელვადიან პერსპექტივაში 500.000 დოლარს მიაღწევს.

მისი აზრით, ბიტკოინს შეუძლია ოქროზე ღირებული აქტივი გახდეს. ბიტკოინს აქვს პოტენციალი, რომ გლობალური ბაზრის წამყვან უსაფრთხო საშუალებად იქცეს.

ქემერონ უინკლევოსი კი აცხადებს, რომ ბიტკოინი თავისი შესაძლებლობებით ციფრულ ოქროზე მეტია.

”იმის გამო, რომ ბიტკოინი არის ღია პროგრამული უზრუნველყოფა, მისი შესაძლებლობები უსაზღვროა.

მე ხშირად ვლაპარაკობ ოქროზე, როგორც მიზნობრივი ბაზრის მთავარ საკითხზე, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია … ეს არის ციფრული ოქრო, სიმართლის წყარო და ა.შ. … “,- აღნიშნა Winklevoss Capital-ისა და კრიპტოვალუტის ბირჟის, Gemini-ს თანადამფუძნებელმა.

უნდა აღინიშნოს, რომ უინკლევოსები ციფრული ვალუტის მიმართ უაღრესად პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევიან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი