ჯეკ დორსი: ბიტკოინი უსაფრთხოების გასაღებს ფლობს

0
1334

ოსლოს თავისუფლების ფორუმმა, რომელიც ადამიანის უფლებათა მსოფლიო ფონდის ფრთის ქვეშ იმყოფება, კომპანია Square-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯეკ დორსის უმასპინძლა.

სიტყვით გამოსვლის დროს ჯეკ დორისიმ ბიტკოინის შესახებ პოზიტიური პროგნოზი გააკეთა.

”ბიტკოინის მთელი იდეა სანდო სისტემის შექმნაა ისეთ უნდობლობით სავსე გარემოში, რომელსაც ინტერნეტი ჰქვია”, – აღნიშნა დორსიმ.

ჯეკ დორსის კომენტარი მოჰყვა დისკუსიას უსაფრთხოების შესახებ.

”მჯერა, რომ უსაფრთხოება არ არის ისეთი რამ, რისი სრულყოფაც შეიძლება”, – განაცხადა დორსიმ.

ჯეკ დორსი ასევე იუწყება რომ არსებობს ბევრი გზა თავდასხმებისაგან თავდასაცავად, მოწინააღმდეგის ხედვების განსაზღვრის გზით, რაც დაფუძნებულია კომპანიების შიდა უსაფრთოხების პარამეტრების სწორ არჩევასა და მუდმივ დახვეწაზე, რაც ცალსახად მოიაზრებს თითოეული თანამშრომლის სრულ ინფორმირებასაც.

“საუბრის დროს დორსიმ ხაზი გაუსვა ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას. ეს ხელს შეუწყობს ბიტკოინით ვაჭრობას, მის ფლობასა და მიმოქცევას, რადგან ტექნოლოგიების დახვეწა ხელს უწყობს ნდობას. თუმცა, როდესაც ტქნოლოგია თავის საქმეს კარგად აკეთებს ნდობაზე ფიქრის საჭიროებაც აღარ დგება”,-აღნიშნა Square-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი