Chainalysis: კრიპტოვალუტის ბაზარი აფრიკაში მნიშვნელოვნად გაზრდილია

0
934

ციფრული ანალიტიკური კომპანიის Chainalysis-ის განცხადების თანახმად, გასული წლის შემდეგ კრიპტოვალუტის ბაზარი აფრიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

Chainalysis–ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აფრიკის კრიპტოვალუტის ბაზარი 1,200% –ზე მეტი ღირებულებით 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის ივნისამდე გაზრდილია. ციფრული ვალუტის ყველაზე დიდი მიღებით კენია, სამხრეთ აფრიკა, ნიგერია და ტანზანია გამოირჩევიან.

Chainalysis–ის თანახმად, მთელმა კონტინენტმა მიიღო 105,6 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის ივნისამდე.

გარდა ამისა, P2P პლატფორმები, მათ შორის Paxful-ი და LocalBitcoins-ი, აფრიკაში ყველა კრიპტო გარიგების 1.2%-ს შეადგენს.

”ციფრული ვალუტა უფრო “მეგობრული” ხდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი იგებს ციფრული ვალუტის სარგებელს და შესაბამისად, კრიპტო სექტორის წევრი ხდება”,- აღნიშნულია Chainalysis-ის განცხადებაში.

აფრიკის ბევრი მაცხოვრებელი კრიპტოვალუტას, როგორც უფრო სწრაფ და იაფ საშუალებას საერთაშორისო კომერციული გარიგებების გადახდისთვის, ისე იყენებს.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი კერძო პირებისა და ბიზნესის არცთუ მცირე ნაწილი კრიპტოვალუტების გამოყენებას ტრადიციული ვალუტის არასტაბილურობის გამო მიმართავენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი