იამაიკის ცენტრალური ბანკი საზოგადოებაში სტაბილკოინის პოპულარიზაციის კამპანიას იწყებს

0
819

იამაიკის პირველ 100 000 მოქალაქე, რომელიც ქვეყნის ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას (CBDC) გამოიყენებს, დამატებით 16 დოლარის ღირებულების ციფრული ვალუტით დაჯილდოვდება.

იდეის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ამით საზოგადოებაში სტაბილკოინის გავრცელებას შეუწყობენ ხელს.

ამის შესახებ იამაიკის პრემიერ-მინისტრმა, ენდრიუ ჰოლენსმა სოციალურ ქსელში დაწერა. განცხადებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგერთმა ის შეაქო ციფრული ვალუტების მომავლის მხარდაჭერისათვის, მაგრამ გამოითქვა კრიტიკული მოსაზრებები მოქალაქეების მოსყიდვასთან დაკავშირებით.

ამჟამად იამაიკის მაცხოვრებელთა 17% საბანკო სისტემაში ჩართული არ არის, რადგან მათ შესაბამისი ფინანასური მდგომარეობა არ გააჩნიათ. ახალი ინიციტივის წყალობით მთავრობას იმედია აქვს, რომ მათ საშუალო და დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს, ამ გზით წაახალისებენ და საბანკო სისტემაში ჩართვისაკენ უბიძგებენ.

იამაკის ცენტრალურმა ბანკმა (BoJ) რვათვიანი სატესტო კვლევის შემდეგ გამოაქვეყნა აღნიშნული განცხადება. ბანკი იმედოვნებს, რომ სტაბილკოინის საზოგადოებაში გავრცელება თვის ბოლოსთვის დასრულდება.

ბანკმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა იამაიკელი, რომელსაც საბანკო ანგარიში ჰქონდა და აქვს, Jam-Dex-ს ავტომატურად მიიღებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი