ჯეკ დორსი ბიტკოინის წარმატებაში კვლავ დარწმუნებულია

0
1608

Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი ბიტკოინთან დაკავშირებით მორიგ პოზიტიურ განცხადებას აკეთებს.

Square-ის 2019 წლის პირველი ნახევრის შედეგებთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე დორსიმ განაცხადა იმ თვალშისაცემი ზემოქმედების შესახებ, რაც ბიტკოინმა მოახდინა კომპანიის შემოსავალზე.

უნდა აღინიშნოს, რომ Twitter-ისა და Square-ის აღმასრულებელი დირექტორი ციფრული ვალუტის შესახებ მუდმივად პოზიტიურად არის განწყობილი.

დაახლოებით ორი თვის წინ ჯეკ დორსიმ ახალი პროექტისთვის გუნდი შეკრიბა. მისი განცხადებით, პროექტი Square-ზე ტრადიციული ვალუტით გადახდის დამატებას გულისხმობდა. ჯეკ დორსის თქმით, ახალი პროექტი ხელს შეუწყობდა კრიპტო და ტრადიციული საფინანსო სისტემის ერთობლივ მუშაობას.

აღნიშნულ შეხვედრაზე კი ჯეკ დორსის კომენტარი ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას ეძღვნებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯეკ დორსიმ კიდევ ერთხელ გაიხსენა თავისი წინა განცხადებები და აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტა და კონკრეტულად ბიტკოინი ყველაზე დიდი ბრენდია.

რა არის ბიტკოინის ის კონკრეტული თვისება, რომელიც დორსის აზრით უნიკალურს ხდის მას, დორსიმ უპასუხა, რომ ბიტკოინს აქვს პოტენციალი ინტერნეტის ვალუტა გახდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი