საერთაშორისო სავალუტო ფონდი Fintech და Blockchain ტექნოლოგიას შეისწავლის

0
1559

საერთაშორისო სავალუტო ფონდი Blockchain ტექნოლოგიის კვლევას დაიწყებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა სინგაპურის Fintech ფესტივალზე.

ფონდის წარმომადგენლის როს ლეკოუს განაცხადებით, ორგანიზაცია აქტიურად ინტერესდება კრიპტოვალუტებთან და Blockchain-თან დაკავშირებული საკითხებით.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდი დიდ ყურადღებას უთმობს fintech და Blockchain ტექნოლოგიას”,- განუცხადა როს ლეკოუმ აუდიტორიას. მან კრიპტოვალუტის რეგულაციის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბანკებმა და მთავრობებმა გარკვეული პროცესები უნდა დაარეგულირონ.

“გასულ თვეში ჩვენი შეხვედრის დროს, ჩვენ და მსოფლიო ბანკმა ერთობლივად შევიმუშავეთ ინიციატივა, რომელიც fintech-თან დაკავშირებულ პოლიტიკას ეხებოდა”,- განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა. მან ასევე პოზიტიურად შეაფასა მიმდინარე ღონისძიება და ამას კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

რაც შეეხება უშუალოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის განწყობას, ორგანიზაციის ხელმძღვანელი კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიური განცხადებებით გამოირჩევა.

“კრიპტო აქტივი გარკვეულ საფრთხეს უქმნის ფინანსურ სტაბილურობას. თუმცა, ამ დროს ჩვენ უნდა შევძლოთ განხვავების დანახვა რეალურ საფრთესა და არაფრისმომცემ შიშს შორის. ამიტომაც გვჭირდება მარეგულირებელი, რომელიც ინოვაციის დაკარგვის გარეშე რისკებს გაითვალისწინებს”,- განაცხადა რამდენიმე თვის წინ ქრისტინე ლეგარდემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი