რიო-დე-ჟანეიროს სამხრეთ ნაწილში კრიმინალებმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დააყაჩაღეს. გარდა მოპარული თანხისა, მძარცველები მეპატრონისგან ვირტუალური ვალუტა- ბიტკოინის შემნახველ საფულეს მოითხოვდენენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცის ყოველდღიური გამოცემა “Extra Globo” ავრცელებს.
“ცოტა ხნის წინ ჩვენს ჯიხურზე გამოვაკარით აბრა ბიტკოინებით ვაჭრობის შესახებ. მას შემდეგ რაც, თავდამსხმელებმა ყველაფერი მოიპარეს ბიტკოინებს დაუწყეს ძებნა. შემდეგ, ჩემი მობილურ ტელეფონი აიღეს და მითხრეს, რომ ბიტკოინი სურდათ. დაჟინებით ითხოვდნენ ელექტრონული საფულის მისამართს. თუმცა, მას შემდეგ რაც მიხვდნენ, რომ მობილურში არაფერი იყო, უბრალოდ, დანებდნენ”. – განაცხადა “Extra Globo”-სთან ინტერვიუში ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მეპატრონემ.
როგორც, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მეპატრონე აღნიშნავს ელექტრონული საფულე არა ტელეფონში, არამედ სხვა მისამართზე ჰქონდა შენახული.