MicroStrategy-ს აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ სეილორი ფიქრობს, რომ ბიტკოინი უფრო ციფრული საკუთრებაა, ვიდრე ციფრული ვალუტა.
მაიკლ სეილორი, ცოტა ხნის წინ, მიწვეული იყო რადიო შოუ „მონეტების ისტორიაში”, სადაც წამყვანმა, ნატალი ბრუნელმა მას ჰკითხა, ფიქრობდა თუ არა, რომ ბიტკოინი საფრთხეს უქმნის ამერიკულ დოლარს, რაზეც მან უპასუხა:
”მე ამას ციფრულ საკუთრებას დავარქმევდი. ეს კი შესაძლოა, საფრთხეს უქმნის საკუთრების სხვა ფორმებს: ოქრო არის ქონება, უძრავი ქონება არის ქონება. არ ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების მთავრობას საფრთხე ემუქრება უძრავი ქონების ან შენობების ან კომპანიების ან ოქროს მხრიდან”.
აღნიშნული შეკითხვა გამოიწვია სეილორის კვირის დასაწყისში გაკეთებულმა კომენტარმა, როდესაც მან სკოტ მალკერის პოდკასტში განაცხადა რომ ბიტკოინი აშშ-ს ვალუტა ვერასოდეს გახდება. სეილორი ფიქრობს რომ კრიპტოვალუტა სხვა ქონებების დემონეტიზაციას აკეთებს და საზოგადოებას არჩევანს უფართოვებს გართულებული კონკურენციის ფონზე.
MicroStrategy ბიტკოინს 2020 წლის აგვისტოდან აგროვებს. დღევანდელი მონაცემებით კომპანიას 105,085 ბიტკოინი აქვს, რომლის ღირებულება დაახლოებით 3,3 მილიარდი დოლარია მიმდინარე ფასებით.
სეილორმა განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასის ვარდნის მიუხედავად, ის არ აპირებს მის გაყიდვას.