ანალიტიკოსები ბიტკოინის ფასის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობენ.
19 დეკემბერს ბიტკოინის ფასმა 24.000 დოლარის დონეს მიაღწია, მაგრამ შემდეგ ფასმა 23.500-დან 23.800 დოლარის ფარგლებში მერყეობა დაიწყო.
ექსპერტების მოსაზრებით, ბიტკოინს აქვს შანსი, რომ არამხოლოდ 24.000 დოლარს დაუბრუნდეს, არამედ ფასი 25.000 დოლარამდეც კი გაზარდოს.
თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ ციფრული ვალუტის ფასმა ჯერ 23.600 დოლარის ნიშნული დასძლიოს. თუკი ბიტკოინი ამ ფასს გადააჭარბებს კურსის ზრდა გარანტირებულია.
მიუხედავად პოზიტიური პროგნოზებისა, ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ბიტკოინის ფასი შესაძლოა, შემცირდეს.
კრიპტოვალუტის კურსის შემცირების მოსალოდნელი დონე კი 22.100 დოლარია.
იმ შემთხვევაში, თი ციფრული ვალუტის კურსი 22.100 დოლარს ჩამოსცდება მოსალოდნელი დონეა ჯერ 19.500 შემდეგ კი 18.500 დოლარი.
CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, კვირას, 20 დეკემბერის დღის მეორე ნახევრში, ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი 23.821 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.