მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იანვარში ბიტკოინის მიმართ ინტერესი გაიზარდა. გასულ თვეში 22,3 მილიონზე მეტი მისამართი დაფიქსირდა, რომელმაც მიიღო ან გაგზავნა ბიტკოინი.
იანვარი იყო რეკორდული თვე ბიტკოინის ფასისა და ქსელის აქტივობისთვის.
2 თებერვალს, აშშ–ში დაფუძნებულმა ბირჟა Kraken–მა განაცხადა, რომ მან 2021 წლის იანვრის განმავლობაში უფრო მეტი ტრანზაქცია განახორციელა, ვიდრე 2019 წლის განმავლობაში.
კრიპტოვალუტამ 7 იანვარს 40.000 დოლარის ზღვარი გადალახა. მილიარდერის Chamath Palihapitiya-ის განცხადების თანახმად, აქტივმა, რომელიც მეტწილად მთავრობის უფლებამოსილებასთან არ არის დაკავშირებული შესაძლოა, დიდი ხნით ვერ შეინარჩუნოს ერთი კონკრეტული პოზიცია.
თუმცა ინვესტორი აღნიშნავს, რომ 5 ან 10 წელიწადში ბიტკოინის ფასი 200 000 დოლარის დონეს მიაღწევს.
Chamath Palihapitiya-ს გარდა, ბიტკოინის კურსის მატებას სხვა ინვესტორებიც პროგნოზირებენ.
კრიპტო მედია ქსელ BlockTV–სთან ინტერვიუში ტიმ დრეიპერმა აღნიშნა, რომ 2022 წელს ბიტკოინის ფასი 250 000 დოლარს მიაღწევს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლამდე საჭიროა ბიტკოინის ფასმა სტაბილური ზრდის ტენდენცია აჩვენოს.