30 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1353

ორშაბათს, 30 ივლისს კრიპტოვალუტის ბაზარი სტაბილურად გამოიყურებოდა. დღის მანძილზე ფასების მკვეთრი მატება ან დაცემა არ დაფიქსირებულა. ძირითად უკანასკნელი დღეების ფასები იყო შენარჩუნებული.

მთელი დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 9.500 დოლარის ფარგლებში განაგრძობდა მოძრაობას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რამდენიმე დღეში შესაძლოა, ბიტკოინის კურსმა აღმასვლა დაიწყოს და 10.000 დოლარის ნიშნული დაიბრუნოს.

თუმცა ნეგატიური პროგნოზისთვისაც მზად უნდა იყვნენ ტრეიდერები. იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი დაეცემა კრიპტოვალუტის მოსალოდნელი დონე 9.200 დოლარი იქნება.

რაც შეეხება ეთერიუმს: დღის განმავლობაში ალტკოინის ფასი მხოლოდ 0.41%-ით გაუმჯობესდა. ამ ეტაპზე კი კრიპტოვალუტის კურსის ნიშნული 211 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 30 ივლისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 267 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი